“სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ “მოტაცებული” მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმთა კავშირი მინარეთის აღმართვაზე: საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს
ასევე:
- სომხეთში კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს
-
სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს
-
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის „ოცნება“ კანონის გამკაცრებას აანონსებს
-
“ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მასთან დიალოგი შეიძლება” — მალხაზ სონღულაშვილის ისტორია
-
19.09.2026
კანადა EU-ის პირველი „ასოცირებული წევრი“? რას (არ) ნიშნავს ბრიუსელის ახალი ინიციატივა
-
19.09.2026
ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ
-
19.09.2026
კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კამბოლოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 88.4% მიიღო
-
18.09.2026
ყოფილი თანაგუნდელები გიორგი გახარიას წინააღმდეგ – ჩორჩანას საგუშაგოს საქმე
-
18.09.2026
არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდან
-
18.09.2026
ბრიტანეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
