“სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ “მოტაცებული” მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმთა კავშირი მინარეთის აღმართვაზე: საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს

ასევე:
- სომხეთში კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს
-
სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს -
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის „ოცნება“ კანონის გამკაცრებას აანონსებს -
“ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მასთან დიალოგი შეიძლება” — მალხაზ სონღულაშვილის ისტორია
-
18.09.2026 ყოფილი თანაგუნდელები გიორგი გახარიას წინააღმდეგ – ჩორჩანას საგუშაგოს საქმე -
18.09.2026 არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ — გამოხმაურება ევროპული სახელმწიფოებიდან -
18.09.2026 ბრიტანეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს -
18.09.2026 „არ გადაყარო, ჩააბარე“ – „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა -
18.09.2026 გოგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ზაქრო ალბუთაშვილი ციხეს 2 კვირაში დატოვებს — 4 ოქტომბრის საქმე -
18.09.2026 ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს