ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალი ნოემბერში 25 მილიონი ლარით გაზარდა

20 ნოემბერი, 2013 • • 1143
ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალი ნოემბერში 25 მილიონი ლარით გაზარდა

აუქციონში მონაწილეობა  მიიღო  ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 12 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.920 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.040 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.


ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებები მიმდინარე თვეში მეორედ გაყიდა. 


2013 წლის 13 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364 – დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გამოიტანა. 


აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.190 პროცენტით, მაქსიმალური 4.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  4.245 პროცენტით განისაზღვრა.


ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფინანასთა სამინისტრომ 2012 წელს 85 000 000 ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა. 2011 წელს ფინანსთა სამინიტრომ 290 000 000 მილონი სახაზინო ვალდებულება გამოუშვა. მთავრობამ სახაზინო ვალდებულებების რეკორდი 2010 წელს მოხსნა, როცა ბაზარზე 463 000 000 ფასიანი ქაღალდი გამოიტანა. ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი 8–11 პროცენტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი