„სადაც კი მავთულხლართები გავლებულია, იქ რუსები აღარ პატრულირებენ. ამიტომ ოსები ქვემოდან წევენ მავთულხლართებს და ძვრებიან. რეგულარულად გადმოდიან ამ მავთულხლართებს,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.
ზაქარეიშვილის თქმით, ოსებმა „დაიწყეს საქართველოში მოძრაობა. იმიტომ რომ მათ დაიწყეს ბიზნესის ძებნა, ნათესაური კონტაქტები, თბილისში ჩამოსვლა, მკურნალობაზე, ამ გზით დაიწყეს. რუსები მიხვდნენ, რომ თუ ხელს არ შეუშლიან ქართულ მშვიდობიან პოლიტიკას, კარგავენ ოსურ მოსახლეობას. იმიტომ რომ ძალიან დიდი დინამიკაა ქართულ ოსურ ურთიერთობებში.“