ახალი ამბები

კალაძე: სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ

11 ნოემბერი, 2013 • • 1019
კალაძე: სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ

ეს განცხადება კალაძემ მედიასთან სოჭის ოლიმპიდასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის პოზიციის შეფასებისას გააკეთა: 

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

“იმაზე არ ყოფილა საუბარი, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენ არ უნდა წავიდეთ. ბევრი დროა სოჭის ოლიმპიადამდე. ჩვენ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ რაიმე საფრთხე შეექმნება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს წინსვლას და ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, წავიდეთ თუ არ უნდა წავიდეთ, ამაზე საუბარი არ არის. ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობიდან და გადმოსახედიდან უნდა წავიდეთ”–განაცხადა კახი კალაძემ.


საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია BBC-ს შემდეგ, რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემა “ვოსკრესნაია ვრემიას” ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.


საუბარი სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ხელისუფლების დასწრებას და საქართველოს ნაკრების გულშემატკვრობის საკითხსაც შეეხო.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უგულშემატკივრებს  თუ არა არჩეული პრეზიდენტი სოჭში ქართველ სპორტსმენებს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი არის ღია და განიხილება გუნდის შიგნით.

 

„ჩვენ ვუყურებთ ოლიმპიადას მოლოდინით, რომ  კეთილი, სპორტული სულის ემოციები სტარტს მისცემს ახალ ურთიერთობებს, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში,” -განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მარგველაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება პრობლემატური წერტილიდან იწყება.

 

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან პრობლემატური წერტილიდან, როცა უკვე, სამწუხაროდ,  ძალიან ტრაგიკული მოვლენებია მომხდარი. ახლა შევეცდებით, ხელახლა არ მივაყენოთ ტკივილი ერთმანეთს, შევეცდებით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს გადაწყვეტადია და ვისაუბროთ პერპექტივაზე – დავუბრუნდეთ კეთილმეზობლურ ურთიერთობების წერტილს.”

 

რუსეთის „პირველ არხთან“  ინტერვიუში მან ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გარდა ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ბაზარი ღიაა რუსი ბიზნესმენებისთვის.


     

მასალების გადაბეჭდვის წესი