ახალი ამბები

ოლიმპიური ჩირაღდანი ღია კოსმოსში პირველად გაიტანეს

10 ნოემბერი, 2013 • • 1471
ოლიმპიური ჩირაღდანი  ღია კოსმოსში პირველად გაიტანეს

“ამ ღონისძიებით რუსეთს სურს დემონსტრირება მოახდინოს, რომ ის არის ძლიერი და თანამედროვე ქვეყნა”,– წერს BBC. 

 

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა კოსმოსში მოსახვედრად სტარტი ბაიკონურის კოსმოდრომიდან აიღო, რომელიც ყაზახეთში მდებარეობს. ოლიმპიურ ჩირაღდანს თან სამი კოსმონავტი გაჰყვა- რუსი მიხაილ ტურინი, ამერიკელი რიკ მასტრაჩიო და იაპონელი კოიჩი მაკატა. 

 

თავად ოლიმპიური ცეცხლი ღია კოსმოსში კი კოსმონავტებმა, ოლეგ კოტოვმა და სერგეი რიაზანსკიმ გაიტანეს, რომლებიც მანამდე იმყოფებოდნენ კოსმოსურ სადგურზე. 

 

ოლიმპიური ჩირაღდანი კოსმოსში აქამდე ორჯერ გაიტანეს, 1996 და 2000 წელს, თუმცა ჩირაღდანს კოსმოსური ხომალდი არასდროს დაუტოვებია. ჩირაღდანი, რა თქმა უნდა, ღია კოსმოსში გატანისას ანთებული არ ყოფილა. 


დედამიწაზე მისი დაბრუნების შემდეგ, ჩირაღდანს სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, 2014 წელს აანთებენ. რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს. 

 

სოჭის ოლიმპიადას არაერთი ბოიკოტი მოჰყვა კანონის გამო, რომელიც რუსეთში გასულ ზაფხულს მიიღეს. კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალობის “პროპაგანდა” იკრძალება არასრულწლოვნებთან მიმართებაში. ოლიმპიდას ბოიკოტი გამოუცხადეს მსახიობმა ვენტვორტ მილერმა, მომღერალმა შერიმ, მადონამ და სხვებმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი