ახალი ამბები

საგარეო უწყება: “კონფლიქტი საქართველოში” ეჭვქვეშ მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა

6 ნოემბერი, 2013 •
საგარეო უწყება: “კონფლიქტი საქართველოში” ეჭვქვეშ მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა

“მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე.


სხდომაზე ქართული დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, აქცენტით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშების ეფექტიანობა ეჭვქვეშ მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა.

 

“სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

 

ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.  ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო, ასევე ოკუპაციის ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის” პროცესთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან მიუერთდა მოლდოვას დელეგაცია”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი