ახალი ამბები

მაგთი: ძალოვან უწყებებს ნებისმიერ ქსელთან აქვთ წვდომა

5 ნოემბერი, 2013 • • 980
მაგთი: ძალოვან უწყებებს ნებისმიერ ქსელთან აქვთ წვდომა

“ჩვენ დადასტურებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი მხრიდან მოსმენა არ ხორციელდება. “მაგთიკომს” მოსმენის ტექნიკური საშუალებები თავად დაყენებული არ აქვს და არც წარსულში ჰქონია. ნებისმიერ ქვეყანაში ძალოვან სტრუქტურას ტექნიკური წვდომა აქვს ნებისმიერ ქსელთან,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” კომპანია “მაგთიკომიდან”.

 

30 ოქტომბერს “ფრანს-პრესმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შესაძლოა დღემდე იყენებდეს შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის, “ერიქსონის” ტექნოლოგიას საკუთარი მოქალაქეების უკანონო მონიტორინგისთვის.

 

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში ერთ-ერთია იმ საინიციატივო ჯგუფიდან, რომელმაც საკანონმდებლო წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს, რათა კანონით იყოს შესაძლებელი მიყურადების კონტროლი და მონიტორინგი.

 

“ეს სისტემა დღემდე იგივეა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სატელეკომუნიკიციო კომპანიებთან. ყველა ასეთ კომპანიაში არის ადგილი, სადაც შსს-ს აქვს თავისი მოწყობილობები, რომელიც მიერთებულია სისტემაზე და ვერავინ აკონტროლებს,” – აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

კომპანია “ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლმა თეონა ბაღდავაძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი ქსელის აბონენტების ფარული მომსენა “ბილაინის” გვერდის ავლით შეუძლია. 

 

“ნეტგაზეთი” კომპანია “ჯეოსელსაც” დაუკავშირდა. მათმა წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს “ჯეოსელის” ქსელზეც აქვს წვდომა. მათი თქმით, კომპანიამ თავისი ნებით, კანონის შესაბამისად მისცა ნებართვა საუბრების მოსმენის შესაძლებლობისა, თუმცა კომპანიამ არ იცის, მოსმენები კანონის შესაბამისად ხორცილდება თუ არა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი