ახალი ამბები

რესპუბლიკურ პარტიაში დავით უსუფაშვილი ხათუნა სამნიძემ შეცვალა

3 ნოემბერი, 2013 • • 2530
რესპუბლიკურ პარტიაში დავით უსუფაშვილი ხათუნა სამნიძემ შეცვალა

დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე
დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე

ეროვნულმა კომიტეტმა ხათუნა სამნიძე ღია კენჭისყრის გზით აირჩია.

 

“რესპუბლიკურმა პარტიან” დღეს რიგით მე–15 ყრილობა ჩაატარა. შეგახხსნებთ, რომ პარტია 35 წლისაა. 

 

თავმჯდომარის არჩევამდე 2000–მდე დელეგატებმა პარტიის მმართველო ორგანოს, ეროვნული კომიტეტის 35 წევრი აირჩიეს 78 კანდიდატიდან. ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული იყო ელექტრონული დათვლის მანქანები. 

 

ეროვნული კომიტეტის წევრები არიან: დავით უსუფაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ხათუნა სამნიძე, ხათუნა თათანაშვილი, ბაია რომელაშვილი, თამარ გოგოლაძე, დავით რაზმაძე, ნინო ლომაძე, ინგა ზაბახიძე, იმედა გოგავა, გულიკო ზუმბაძე, ირაკლი ხორბალაძე, ნინო კალანდარიშვილი, ნოდარ ებანოიძე, თემურ გიორგაძე, ნოდარ კაპანაძე, რომან ბიწაძე, გიორგი მასალკინი, გიორგი თოდუა, თენგიზ შერგელაშვილი, ნატო ქათამაძე, გურამ ბერიშვილი, თემურ ნერგაძე, ირაკლი გუნიავა, ფრიდონ საყვარელიძე, მალხაზ წერეთელი, გიორგი რაზმაძე და გელა კევლიშვილი.

 

სარევიზიო კომისიის წევრები კი გახდნენ: ელენე კაპანაძე, ნათია ოდიშელიძე, ტრისტან ჯინჭარაძე, ავთანდილ ბოკუჩავა და ნანა ბუნტური. 

 

დღევანდელ ყრილობას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “რესპუბლიკურ პარტიას”  ყველაზე თანმიმდევრული პარტია უწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი