ახალი ამბები

„2014 წელს ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა“ — სამნიძე

28 თებერვალი, 2023 •
„2014 წელს ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა“ — სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების კრიტიკული გამოსვლის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბოდიში შეუთვალა:

„2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ „რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი, ძალიან მკაცრად დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი, ანტირუსული განცხადებები გააკეთეს და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, „რესპუბლიკელებს“, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო“, — აცხადებს ხათუნა სამნიძე „რეაქციაში“

სამნიძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა დავით ბერძენიშვილს პირადად უთხრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი