ახალი ამბები

მწვანეთა ფრაქცია ბოლო გავა უმრავლესობიდან – გაჩეჩილაძე

11 აპრილი, 2018 • 1198
მწვანეთა ფრაქცია ბოლო გავა უმრავლესობიდან – გაჩეჩილაძე

“მწვანეთა ფრაქცია ბოლო გავა უმრავლესობიდან”, – ეს განცხადება მწვანეების ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

“მწვანეთა ფრაქციის პოზიცია ყოველთვის იქითკენ იქნება მიმართული, რომ როგორმე უმრავლესობა შენარჩუნებულ იქნეს. მწვანეთა ფრაქცია ბოლო გავა უმრავლესობიდან. ამას ჩვენ გამოვრიცხავთ, რადგან სერიზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ქართულ ოცნებაში დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი