“ახლახან შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც აქ არის ნატოს ISAF-ის შეხვედრისთვის. მე ვუთხარი მას ის, რასაც ნატო აფასებს: ის წამყვანი პროფესიონალია, ფოკუსირებული, და წარმატებული რეფორმა გაატარა. ჩემი აზრით, ის ასევე ეხმარება საქართველოს, რომ ზემოთ აწიოს მისი წონა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ავღანეთშიც. კიდევ ერთხელ, ქართველები ძალიან კმაყოფილები უნდა იყვნენ საერთაშორისო არენაზე მათი წარმომადგენლების მუშაობით”, – აცხადებს აპატურაი.
აპატურაი ცოტა ხნის წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს შეხვდა და განაცხადა:
“ალექსი პეტრიაშვილმა ძალიან მკაფიოდ, რეალისტურად და დამაჯერებლად დააყენა საკითხი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები კარგად ჩაივლის, საქართველო კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ ძალიან ღია დისკუსია გვქონდა იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს. მე ვიცი, პოლიტიკურად როგორი განსხვავეული შეხედეულებები შეიძლება იყოს საქართველოში, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქე კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი [პეტრიაშვილი] მათ საქმეს აკეთებს”