“საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისთვის, მაგრამ მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით ჩვენ ვითანამშრომლებთ ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში,” – განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს საქართველომაც და უკრაინამც ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, თუმცა შემდეგ უკრაინამ გადაწყვიტა იხელმძღვანელოს არც ერთ კავშირში შესვლის პოლიტიკით.
“უკრაინამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს ნატოში შესვლის პოლიტიკა, ჩვენ ამ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში,” – განაცხადა რასმუსენმა.







