ახალი ამბები

ვიოლინო, რომელზეც “ტიტანიკის” ჩაძირვისას უკრავდნენ, 1.7 მილიონ დოალარად გაიყიდა

20 ოქტომბერი, 2013 • • 3097
ვიოლინო, რომელზეც “ტიტანიკის” ჩაძირვისას უკრავდნენ, 1.7 მილიონ დოალარად გაიყიდა

ვიოლინო გემზე მყოფ მუსიკოსს ეკუთვნოდა და გემის ჩაძირვის პროცესშიც უკრავდა, რათა პანიკაში მყოფი მგზავრები დაემშვიდებინა.

 

კოლექციონერი ქრეგ სოპინი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვიოლინოს ავთენტურობის დადასტურების პროცესში, აცხადებს, რომ იგი ყველაზე ძვირადღირებული ნივთია ტიტანიკთან დაკავშირებულ ნივთებს შორის. მისივე თქმით, მაჩვენებლის გაუმჯობესება რთული იქნება:

 

“მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ ნივთს ტიტანიკიდან, რომელიც ამ ვიოლინოზე უფრო სიმბოლურია”.

 

ტიტანიკის ის მგზავრები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, იხსენებენ, რომ ველის ჰართლის ბენდი მგზავრების დასამშვიდებლად დაკვრას მაშინაც განაგრძობდა, როდესაც გემი მათ ფეხქვეშ იძირებოდა. ეს სცენა ასახულია ჯეიმს კამერონის ცნობილ ფილმშიც „ტიტანიკი“. ფილმში ჰართლი და მისი ბენდი გემის ჩაძირვის პროცესში ასრულებს სიმღერას “Nearer, My God, to Thee.”

 

როდესაც ჰართლის გვამი წყლიდან ამოიტანეს, ვიოლინოს ჩანთა მას ისევ ზურგზე ეკიდა. 2006 წელს დაზიანებული ვიოლინო ბრიტანეთში, სახლის სხვენში იპოვეს. მას ტესტი მარილიანი წყლის შემცველობაზე ჩაუტარეს მას შემდეგ, რაც ვარაუდი გამოითქვა ვიოლინოს წარმოშობის შესახებ.

 

გამყიდველისა და მყიდველის სახელები აუქციონზე საჯაროდ არ დასახელებულა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი