60–იანი წლების დასაწყისიდან ენდი უორჰოლი მუდმივად ატარებდა ფოტოკამერას და საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტის დოკუმენტირებას ახდენდა. გადაღებულ ფირებს უორჰოლი მის მდივანს, ბრიჯიდ ბერლინს გადასცემდა და გამღავნებული ფირიდან თავად უორჰოლი არჩევდა იმ ფოტოებს, რომლებიც უნდა დაებეჭდათ. აქედან გამომდინარე, ფოტოს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობდა.
თავის სიცოცხლეში უორჰოლმა მხოლოდ ერთხელ მოაწყო ფოტოგამოფენა, 1987 წელს, რობერტ მილერის გალერეაში. მისი დანარჩენი ფოტონამუშევრები, რომლის რაოდენობაც დაახლოებით 50 000–ია, საჯარო სივრცეში არ მოხვედრილა.
ჯიმ ჰედჯისმა, რომელიც “LJH Global Investment” ყოფილი პრეზიდენტია, 2010 წელს განაცხადა, რომ 2000 წლიდან “უორჰოლი ფონდიდან” ფოტოების შეძენა დაიწყო და დღეს ენდი უორჰოლის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს. მისი კოლექცია 2013 წლის სექტემბერში ნიუ იორკის დიზაინის ცენტრში გამოფინეს სახელწოდებით “მე ვიქნები შენი სარკე”.