ახალი ამბები

მაიკლ დუგლასი: სინამდვილეში ენის კიბო მქონდა და არა – ყელის

16 ოქტომბერი, 2013 • • 6775
მაიკლ დუგლასი: სინამდვილეში ენის კიბო მქონდა და არა – ყელის

დღეს ის ამბობს, რომ ენის კიბო ჰქონდა და არა – ყელის. დუგლასის თქმით, დიაგნოზი ექიმის დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამალა, რათა საკუთარი კარიერა გადაერჩინა. ექიმმა მას ასევე აუხსნა, რომ ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში შეიძლებოდა ენის და ყბის ნაწილი დაეკარგა.

 

მაიკლ დუგლასმა კიბოს დიაგნოზის შესახებ საჯაროდ, პირველად 2010 წელს ისაუბრა, როცა მისი ახალი ფილმის “ვოლ სტრიტი: ფულს არასდროს სძინავს” მსოფლიო პრემიერის ტური იწყებოდა. 

 

“ყელის კიბო, როგორც ასეთი, არ არსებობს” – აცხადებს ბრაიან ჰილი, რომელსაც თავად დაუსვევს პირის ღრუს კიბოს დიაგნოზი, თუმცა განკურნება შეძლო. მან ასევე პირის ღრუ კიბოს ფონდი დააარსა, რომლის ფარგლებში დუგლასმა რამდენიმე ვიდეომიმართვა ჩაწერა – პირის ღრუს კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად. 

 

რეალურად “ყელის კიბოც” და “ენის კიბოც” არის ტერმინები, რომლებიც პირის ღრუს კიბოს ქოლგის ქვეშ ერთიანდება. ყელის კიბო, როგორ წესი, წარმოადგენს სიმსივნურ წამონაქმნს, რომელიც ხახაში ან ნუშისებრ ჯირკვალში ვითარდება. ენიკის კიბო კი წარმოადგენს სიმსივნურ წარმონაქმნს, რომელიც ენაზე ვითარდება. 

 

დუგლასს არ დასჭირდა ოპერაცია. მისი განცხადებით, მკურნალობის კურსი 5 თვეს გაგრძელდა და დასხივებისა და ქიმიოთერაპიის აგრესიული კურსით შემოიფარგლა. 

 

2013 წლის ივნისში დუგლასმა კიბოს გამომწვევ მიზეზებზე დაიწყო საუბარი. გამოცემა “გარდიანისთვის” მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ორალურმა სექსმა გამოიწვია მისი დიაგნოზი. 

 

ორალურმა სექსმა მართლაც შეიძლება გამოავლინოს პაპილომა ვირუსი, რომელიც ნამდვილად შეიძლება გახდეს კიბოს გამომწვეევი მიზეზი. მოგვიანებით დუგლასის პუბლიცისტმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მსახიობი მხოლოდ HPV-ს არ ადანაშაულებს ყელის კიბოს დიაგნოზის მიღებაში. დუგლასი ბევრს ეწეოდა და სვამდა, რისი კომბინაციაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დასახელებულია, როგორც პირის ღრუს კიბოს გამომწვევი მიზეზებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკი მამაკაცებში 2-ჯერ უფრო მაღალია, ქალებთან შედარებით. 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კიბოს ყველა დასმული დიაგნოზიდან 2-4% პირის ღრუს კიბოზე მოდის. პირის ღრუს კიბოს დიაგნოზი სერიოზული დაავადებაა, იმდენად, რამდენადაც, დიგნოზის დასმიდან 5 წელიწადში მხოლოდ პაციენტების ნახევარია ცოცხალი. მიზეზი კი შემდეგია, მას უმეტეს შემთხვევაში ბოლო სტადიაში სვამენ, რადგან სიმპტომები ძნელად შესამჩნევი და უმტკივნეულოა. 

 

მსახიობის თქმით, ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ და იგი უკანა კბილების ტკივილს უჩიოდა. 3 თვის შემდეგ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კიდევ ერთი კურსი ჩატარდა. 9 თვის შემდეგ კი, მას შემდეგ, რაც დუგლასი მეგობარს ესაუბრა, რომელმაც დაავადება დაამარცხა, ონკოლოგთან მივიდა, სადაც ბიოფსია ჩაუტარდა. 2010 წელს მაიკლ დუგლასს პირის ღრუს კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. 

 

იგი არ არის ერთადერთი მსახიობი, რომელმაც რეალური დაავადების ნაცვლად საჯაროდ სხვა დაავადება დაასახელა. იდენტურად მოიქცა მსახიობი ვალერია ჰარპერი, როცა განაცხადა, რომ ტვინის კიბო ჰქონდა, რეალურად კი მას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 

 

მაიკლ დუგლასი რეგულარულ შემოწმებებზე დადის, მისი თქმით, დიაგნოზიდან 2.5 წლის გასვლის შემდეგ, კიბოსგან თავისუფალია:

 

“ექიმმა მითხრა, რომ 95%-ია შანსი იმისა, რომ ის არ დაბრუნდება” – ამბობს მსახიობი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი