ახალი ამბები

არასამთავრობოები ივანიშვილსა და კალაძეს “ხუდონჰესის” ინვესტორის ლობირებაში ადანაშაულებენ [video]

15 ოქტომბერი, 2013 • • 1242
არასამთავრობოები ივანიშვილსა და კალაძეს “ხუდონჰესის” ინვესტორის ლობირებაში ადანაშაულებენ [video]

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ “ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.

 

“ასევე მოვუწოდებთ პრემიერ–მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან. გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან” – აცხადებენ განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ “გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციული მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლენლობას კი.”

 

ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შორის არის “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”, “მწვანე ალტერნატივა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “კავკასიური სახლი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სხვა არასამთავრობოები. 

 

 

 

 

 

 

” 

მასალების გადაბეჭდვის წესი