ახალი ამბები

“მცოცავი ოკუპაცია” იტალიის ცხრა ქალაქში გააპროტესტეს [ფოტო]

14 ოქტომბერი, 2013 •
“მცოცავი ოკუპაცია” იტალიის ცხრა ქალაქში გააპროტესტეს [ფოტო]

აქციები იტალიის ქალაქებში- მილანში, გავირატეში, მანტოვაში, რეჯო ემილიაში, რომში, ფლორენციაში, ბარიში, სალერნოსა და რეჯო კალაბრიაში ჩატარდა. მათი ორგანიზატორები იყვნენ იტალიის სამრევლოები, საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი”, საზოგადოება “ჟალეთი” და საზოგადოება “ქართველები კალაბრიაში.”

მანიფესტაციები ერთდროულად ყველა ქალაქში 12 საათზე დაიწყო. დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურის კირიონ მაჩაიძის ინფორმაციით, მილანში 100 ადამიანი, რეჯო ემილიაში 130-140 ადამიანი, ფლორენციაში 80 ადამიანი, რომში-30, მანტოვაში-20, კალაბრიაში 40 ადამიანი მივიდა.

“ამ ბოლო დროს დიცსა და დვანში განვითარებულმა მოვლენებმა აღაშფოთა იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები და აქედან დაიბადა იდეა. აქციების მიზანია ვაჩვენოთ იმპერიულ ძალას, რომ ქართველები არ ნებდებიან,”- განაცხადა იღუმენმა კირიონ მაჩაიძემ და დასძინა, რომ აქციები პერმანენტული იქნება და საქართველოს დეოკუპაციამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი