თვითორგანიზებული მანისფესტაცია თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ერთდროულად დაიწყოდ და 15 წუთს გაგრძელდა.
“ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის მცოცავი ანექსია, რაც ხდება საქართველოში. ეს მდგომარეობა საერთო პრობლემაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდეოლოგიაა, რა შეხედულება გაქვს, აქ უნდა გავერთიანდეთ ყველა, ნებისმიერი ქართველი. ცოცხალი ჯაჭვი არი იმის სიმბოლო, რომ ცოცხალი პროტესტი გაგვაჩნია, არ ვზივართ სახლში და ვმოქმედებთ”.- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სალომე აფხაზავამ.
კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, აქცია ასევე გზავნილია საერთაშორისო საზოგადოების მიმართ:
“რომ ჩვენ საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს, ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევებს გვაქვს საერთო პოზიცია რუსული ოკუპაციის მიმართ”
დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა. სპეაციალურად შექმნილ გვერდზე აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ ოკუპაციის გაპროტესტება საჭიროა, რადაგან:
“უნდა დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ჩვენს პოლიტიკურ მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ”.
შეგახსენებთ, რომ მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013 წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა. მავთულხლართების გაბმის პროცესს საოკუპაციო ხაზთან არაერთი აქცია მოჰყვა. მცოცავი ოკუპაცია ჟურნალისტების და მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა, ადგილზეე ჩასული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საოკუპაციო ხაზიდან გაავრცელა მიმართვა. რუსეთის ოკუპაცია რუსეთის საელჩოსთან ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ლონდონში.
13 ოქტომბრს კი აქცია “არა ოკუპაციას”, რომელშიც მუსიკოსების ნაწილი მიიღებს მონაწილეობას თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართება.







