ახალი ამბები

აქცია: “ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას” [ფოტო/ვიდეო]

12 ოქტომბერი, 2013 •
აქცია: “ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას” [ფოტო/ვიდეო]

“ამ ეტაპზე, გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რაც არის საქართველოს და რუსეთს შორის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, აგვისტოს ომის “გმირის”, როგორც მეჩირაღდნის მონაწილეობა ოლიმპიადაში, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად მოხსენიება და მთელი რიგირ პროცესები, არ გვაძლევს უფლებას დავთანმხდეთ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას” – “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა დავით კლდიაშვილმა.

აქცის კიდევ ერთ მონაწილე გია ნოდია კი ამბობს, რომ  რუსეთი დემონსტრაციულად ავლენს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ხელისუფლების მხრიდან არ არის  ადეკვატური რეაქცია. 

აქცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.  მონაწილეებს ტრანსპარანტები ჰქონდათ სხვადასხვა წარწერებით. აქციაში პოლიტიკოსების ნაწილიც მონაწილეობდა. 

აღნიშნული აქციის გარდა მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყო პეტიციაზე ხელის მოწერების შეგროვება.  პეტიციაში მოქალქეები საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებენ, შეცვალონ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.



ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას
ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას



მასალების გადაბეჭდვის წესი