ახალი ამბები

ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

12 ოქტომბერი, 2013 • • 1042
ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

გამართულ აქციაზე, დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ტრანსპარანტები ჰქონდათ შემდეგი ნაწერებით: “No to Russian imperialism” (არა რუსეთის იმპერიალიზმს),  “Valodia Putin leave us alone”(ვალოდია პუტინ, თავი დაგვანებე) და სხვა ლოზუნგები.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, თეონა წილოსანის განცხადებით, საელჩოსთან შეკრებილებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტონ აგრესიული პოლიტიკა, რომელიც სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევით და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებით ვლინდება:

 

“აქცია უშუალოდ  რუსეთის ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. ჩემი მოთხოვნა საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინონ, მაგალითად, ბოკიოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას და ამ ფორმით გამოვხატოთ პროტესტი როგორც ქვეყანამ. იგივე პოზიცია აქვთ დღეს შეკრებილებსაც, თუმცა ოლიმპიადის თემა არ ეხება რუსეთის მთავრობას, შესაბამისად, არ გამოგვიხატავს პროტესტი აღნიშნულ საკითხზე”- ამბობს თეონა წილოსანი. 

 

მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა  2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013  წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა. მავთულხლართების გაბმის პროცესს საოკუპაციო ხაზთან არაერთი აქცია მოჰყვა. მცოცავი ოკუპაცია  ჟურნალისტების და მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა, ადგილზეე ჩასული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი და საოკუპაციო ხაზიდან გაავრცელა მიმართვა. 

 

13 ოქტომბრს კი აქცია “არა ოკუპაციას”, რომელშიც მუსიკოსების ნაწილი მიიღებს მონაწილეობას თბილისში, ვარდების მოედანზე გაიმართება.

 

ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

 

 

ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
ლონდონში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი