“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება იმისა, რომ საქართველომ შეიარაღებული ძალების მომზადების დონე და პროფესიონალიზმი არის უმაღლესი, იგივე, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნების. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ნატოს წევრ ქვეყნებთან და გავხდეთ ნაწილი სწრაფი რეაგირების, რომელიც სწორედ იქითკენ არის მოწოდებული, რომ ნებისმიერ ცხელ წერტილში, როდესაც იქნება პრობლემური სიტუაცია, არის სამშვიდობო მისია, სწორედ ეს ქვედანაყოფი იქნება, ვინც სწრაფ რეაგირებას გააკეთებს და დაამყარებს სამშვიდობო თუ მისიით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა უკრაინას:
“მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა დიდი რესურსის და მათ შორის სამხედრო პოტენციალის ქვეყანაა, ჩვენი გაწევრიანება კი იქნება კიდევ დიდი, სოლიდური ნაბიჯი გადადგმული საქართველოს მიერ, როგორც მომავალი ნატოს წევრი ქვეყნის მიერ”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.







