ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს ფარული მიყურადების თხოვნით 6 თვეში 1207–ჯერ მიმართა

9 ოქტომბერი, 2013 • • 1465
პროკურატურამ სასამართლოს ფარული მიყურადების თხოვნით 6 თვეში 1207–ჯერ მიმართა

აღნიშნული ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”(IDFI) გამოითხოვა.

 

პროკურატურის მიერ IDFI–სთვის გაგზავნილ წერილში დასახელებული რიცხვის გარდა სხვა ინფორმაცია დაკონკრეტებული არაა:

 

“აღნიშნული შუამდგომლობები შეიცავს საიდუმლო მონაცემებს და აქედან გამომდინარე მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია ქსეროასლების ან ელექტრონული სახით”, – ნათქვამია პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი