ახალი ამბები

მოგზაურთათვის საინტერესო 7 ლაბირინთი [ფოტო]

17 ოქტომბერი, 2013 • • 3996
მოგზაურთათვის საინტერესო 7 ლაბირინთი [ფოტო]

1. დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქი, კაბადოკია, თურქეთი

 

თითის მსგავსი ქვის ფორმები, რომლითაც ცნობილია დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქი მახეებითა და არასწორი მონაცვლეობით, დაღმავალი ბილიკებითაა კონსტრუირებული. ქალაქი ქრისტეშობამდე მე–7 ან მე–8 საუკუნეში აშენდა ფრიგიელი ხალხის მიერ და მოგვიანებით გაფართოვდა პირველი ქრისტიანების მიერ, რათა კვალი აერიათ ზილოტების იმპერიის ჯარისათვის. 

 

დაახლოებით 20 000 ადამიანს შეეძლო ეცხოვრა დალუქული ქვის კარებს მიღმა ოთხი თვის განამავლობაში. სავარაუდოდ, ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც მათ ვიწრო ბილიკებით დაედევნებოდა, აუცილებლად დაიკარგებოდა ლაბირინთში, ან მახეში გაებმებოდა. 

 

გორემე, რომელიც გამოქვაბული- ტაძრების კომპლექსითაა ცნობილი, დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქთან ახლოს მდებარეობს. 

 

დერინკუს მიწისქვეშა ქალაქი
დერინკუს მიწისქვეშა ქალაქი

 

2. შარტრის ლაბირინთი, შარტრის საკათედრო ტაძარი, საფრანგეთი

 

შარტრის ვარდების ლაბირინთი, რომელიც საკათედრო ტაძრის იატაკზე მდებარეობს, ეპისკოპოსმა 1360 წელს მოაწყო აღდგომის ლიტურგიისთვის. 

 

ცერემონიის განმავლობაში ერთი ადამიანი მიდოდა ლაბირინთის ცენტრამდე, კლავდა სატანას, ზეიმობდა გამარჯვებას და ანათებდა  ყვითელ ბურთს, რომელსაც იქ მყოფი საზოგადოებისკენ ისროდა. 

 

მომლოცველებს თვეში ერთხელ შეუძლიათ ლაბირინთში შესვლა. მსგავსი ლაბირინთი მსოფლიოს სხვადასხვა ტაძრებსა და მედიტაციის ცენტრებში არსებობს.

 

შარტრის ლაბირინთი
შარტრის ლაბირინთი

 

3. ჰემფთონის სასახლის ლაბირინთი, ბრიტანეთი

 

მესრით შემოსაზღვრული ჰემფთონის სასახლის ლაბირინთი პოპულარული რენესანსის ეპოქაში გახდა.  უილიამ III –ის მეფობამდე მცენარეული ლაბირინთები სწორხაზოვან კურსს მიჰყვებოდა და არა მიხვეულ–მოხვეული ჩიხებით გადატვირთულ კონსტრუქციებს, რომლებიც ადამიანთა დასაბნევად იყო მიმართული. 

 

1700 წელს უილიამ III–მ გასცა დავალება ჰემფტონის ლაბირინთის შექმნაზე, რომელიც ყველაზე დიდი და ცნობილი ლაბირინთია ბრიტანეთში. სტუმრები ლაბირინთში საათობით იკარგებიან.  თავად სასახლეში კი შუასაუკუნეების დარბაზია, სადაც შექსპირის და ჰენრი VIII-ს გობელენები ჰკიდია. 

 

ჰემფთონის სასახლის ლაბირინთი
ჰემფთონის სასახლის ლაბირინთი

 

4. Capuchin სამარხი, რომი

 

სამარხი, რომელიც  Santa Maria della Concezione dei Cappuccini სახელობის ტაძრის ქვეშ მდებარეობს 1631 წელს აშენდა, როცა იქ 300 ურმის მეშვეობით მონაზვნების ნეშტები გადაიტანეს.  თაღები 3 700 ჩონჩხითაა დამზადებული, რაც კაპუჩინების მიხედვით ადამიანებს ახსენებს, რომ გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე მოკლეა.  

 

 

5. Bara Imambara, ინდოეთი

 

Bara Imambara მასიური ლაბირინთი  მტრისთვის თავგზის ასარევად და მის შესაკავებლად ააგეს. ის ერთადერთი ნაგებობაა ნაქლაუში, რომელიც ევროპული არქიტექტურის გავლენას არ განიცდის. 1784 წელს მშენებლობა გვალვის დროს მიმდინარეობდა, სადაც ძირითადად ღარიბებს ამუშავებდნენ. მისი დასრულების შემდეგაც კი ასაფ უფ დაულა ასი ათასობით რუპიას ხარჯავდა ყოველწლიურად  დარბაზის მორთვაში.

 

 

6. ხეინსას ტაძრის ლაბირინთი, სამხრეთ კორეა

 

1398 წლის შემდეგ ხეინსას ტაძრის კომპლექსი სამხრეთ კორეის მთებში განთავსდა Tripitaka Koreana  (სრული ბუდისტური წმინდა წერილების საცავი), წერილები 81,300 მეტ ხის ნაჭერზეა ამოკვეთილი და  ითვლება, რომ  ყველაზე ზუსტი საცავია მსოფლიოში. 

 

ტაძარი 1995 წელს იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ყოველი წლის ოქტომბერში ათასობით ბერი ჩადის ტაძარში, რათა მონაწილეობა მიიღოს აღლუმში, სადაც აღნიშნული ხის ნაჭრები თავით უნდა ატარონ. 

 

ყოველ გაზაფხულზე შიდა ეზოში ფერადი ჩირაღდნებით ლაბირინთი ეწყობა. ლაბირინთს იმ სვასტიკის ფორმა აქვს, რომელიც კორეულ ბუდიზმში სიმართლის  აღმნიშვნელია. 

 

ხეინსას ტაძარი სამხრეთ კორეაში
ხეინსას ტაძარი სამხრეთ კორეაში

 

7. მარკესაკის ბაღების ლაბირინთი, საფრანგეთი

 

ლუი XIV–ის მრჩეველმა საზაფხულო სასახლე ააშენა საფრანგეთის რევოლუციამდე, რომელიც ტერასული ბაღებითაა გარშემორტყმული. 1860 წელს ჟულიენ დე კერველმა ბზის ბაღების გაშენება დაიწყო. პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ 6 -კილომეტრიანი ბილიკი  22 ჰექტარზე უნდა განეთავსებინათ.

 

ბზის ბაღების ლაბირინთი
ბზის ბაღების ლაბირინთი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი