ახალი ამბები

ონიშენკოს უწყებამ 28 სახეობის ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე არ შეუშვა

8 ოქტომბერი, 2013 • • 1090
ონიშენკოს უწყებამ 28 სახეობის ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე არ შეუშვა

მისი თქმით, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლის მსურველი კომპანიების მიერ წარდგენილმა პროდუქციამ შესაბამისი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ეს ექსპერტიზამ დაამოწმა.

 

ონიშენკოს უწყების მიერ რუსულ ბაზარზე არდაშვებული პროდუქციის მწარმოებლებს შორის არიან “იმედი 96”, “შუხმან ვაინს ჯეორჯია”, ‘ასკანელი ძმები”, “ახალშენი – 2005”.

 

“ამ ყველაფერმა გვაიძულა ჩვენ, რომ ისევ შევიტანოთ ეჭვი ქართული მხარის სურვილში გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით ჩვენთან, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსულ ბაზარზე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელების ხარისხი სტაბილური უნდა იყოს”, – განაცხადა ონიშენკომ და დასძინა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოში ყველა მწარმოებელს არ გამოუტანია სწორი დასკვნები იმ მრავალწლიანი ურთიერთობებიდან, რომელიც ამ მხრივ არსებობს.

 

“ეს გვაძლევს ყველა საფუძველს ჩვენი დამოკიდებულებისა და განზრახვების გადახედვისთვის ქართულ მხარესთან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი