“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რეგიონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ჩართულობიდან გამომდინარე, საქართველოს უკეთესი პრესტიჟიდან გამომდინარე, მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში. რუსეთმა უდიდესი ზარალი მიაყენა ქვეყანას, ოკუპაცია განახორციელა და აღიარება მოახდინა აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვმონაწილეობთ. თუ ახლა დავიწყებთ ჩხირკედელაობას, ვის ეჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო დავიწყებთ ჩვენი პოზიციების გადახედვას, მე მგონი, არ იქნება სწორი. კითხვები ლეგიტიმურია დაისვას, მაგრამ ჩვენ რაკი ეს ნაბიჯი გადავდგით, მორალურად მძიმე ნაბიჯი, მაგრამ პრაგმატულად სწორი მიმაჩნია, მაშინ ამ დეტალებმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი”.–განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ–ერთი პირველი მეჩირაღდნე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს მიიტანს, ივან ნაჩაევია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილების გამო რუსეთში გმირის წოდება მიანიჭეს.