“პუტინი არ გაუშვებს არცერთ შანსს, რომ მაქსიმალურად დაგვამციროს, მისი რუსული იმპერიული არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე. ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს თავი უბრალოდ ჩააყოფინონ ტალახში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამიზნულადაა გაკეთებული, ისევე, როგორც გამიზნულად ჩამოიყვანენ აფხაზეთის და ცხინავლის ე.წ. დელეგაციებს, წაიყვანენ ოლიმპიადის ტორებს აფხაზეთში, ჩვენი ნებართვის გარეშე გამოიყენებენ აფხაზეთის ინფრასტრუქტურას და იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე წარმოგვიდგენია”
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადას აფხაზეთის და ცხინვალის იდეის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს:
” მე მოვუწოდებ ყველას, მიიღოს თავის გადაწყვეტილება. მე არ ვახორციელებ ზეწოლას ოლიმპიურ კომიტეტზე, ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ისინი ოლიმპიური კომიტეტი არიან, არიან ქართველები და ქართველს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია”– განაცხადა სააკაშვილმა,
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ–ერთი პირველი მეჩირაღდნე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს მიიტანს, ივან ნაჩაევია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილების გამო რუსეთში გმირის წოდება მიანიჭეს.







