ახალი ამბები

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია დიცში ოკუპაციას გააპროტესტებს

5 ოქტომბერი, 2013 •
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია დიცში ოკუპაციას გააპროტესტებს

“ლაშქრობა 2- დღიანი იქნება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  დავბანაკდებით სოფელ დიცში, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ საზღვართან. 2 დღის განმავლობაში ვეცდებით გავაპროტესტოთ რუსული აგრესია საქართველოს მიმართ და მოვუწოდოთ ოს ხალხს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ”– ნათქვამია ფედერაციის მიერ “ფეისბუქის” მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაში

 

მავთულხლართების დამონტაჟება და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს სოფელ დვანში 29 სექტემბერს ჟურნალისტებმა. მოგვიანებით პროტესტი გამოხატა მოქალაქეთა ნაწილმაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა სოფელ დვანში. მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა  2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013  წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი