ახალი ამბები

ტბა მუმიფიცირებული ფრინველებით [ფოტო]

4 ოქტომბერი, 2013 • • 3958
ტბა მუმიფიცირებული ფრინველებით [ფოტო]

ტბის სახელი ნატრონი ნატრიუმიდან, რომელიც თავის მხრივ სიტყვა “ნიტრონი”–დან წარმოიქმნა,რაც ბერძნულად სოდას ნიშნავს. წყალში სოდის მაღალი კონცენტრაციაა. ნატრონის ტბაში  ასევე გროვდება ვულკანური ფერფლი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიიდან ხვდება წყალში.  

ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა იმ ფრინველებისა და ცხოველების ფოტოსერია გადაიღო, რომლებიც ტბის სიახლოვეს დაიღუპნენ  და მათ ქვის ქანდაკების იერსახე აქვთ. 

– “ნატრონის ტბის ნაპირზე მოულოდნელად აღმოვაჩინე მკვდარი ჩიტები და ღამურები. მე ვერ შევძელი დახმარება, მაგრამ ფოტოები გადავუღე მათ. არავინ იცის ზუსტად, როგორ კვდებიან ისინი, მაგრამ ჩანს, რომ ტბის დრამატულად ამრეკლავი ზედაპირი აბნევს მათ და როგორც ჩიტი ეჯახება მინის ფანჯარას, ისე ეჯახებიან ფრინველები წყლის ზედაპირს. წყალი შეიცავს ექსტრემალურად მაღალი რაოდენობის სოდას და მარილს, რაც დაღუპული არსებებს ქვის ქანდაკების ფორმას აძლევს, გამშრალ მდომარეობაში. მას შემდეგ რაც არსებები ვიპოვე, ისინი “ცოცხალ მდგომარეობაში” დავაყენე და ამ ფორმით დავუბრუნე მათ სიცოცხლე”.

ცხოველები არ კვდებიან იმიტომ, რომ ტბის წყალია მომაკვდინებელი. დისქავერი წერს, რომ წყლის ეკოსისტემა და ტბაში შემავალი მინერალები ხელს უწყობს მკვდარი ცხოველების მუმიფიცირებას. 

ნატრონის ტბა იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას ღებულობს, ტბასთან დიდი რაოდენობით ფლამინგოები გვხვდებიან. 

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

ფოტო: ნიკ ბრანდტი
ფოტო: ნიკ ბრანდტი

მასალების გადაბეჭდვის წესი