ახალი ამბები

ამერიკის ისტორიაში პირველად, CIA-ის ქალი უხელმძღვანელებს

13 მარტი, 2018 • 3148
ამერიკის ისტორიაში პირველად, CIA-ის ქალი უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის პოსტზე ჯინა ჰასპელი წარადგინა, რომელიც ამ პოსტზე იქნება პირველი ქალი. ჰასპელი მაიკ პომპეოს ჩაანაცვლებს.

ჯინა ჰასპელი CIA-ში 1985 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 2017 წელს CIA-ის დირექტორის მოადგილე გახდა.

“ნიუ იორკ ტაიმსის” ინფორმაციით, 2002 წელს ჯინა ჰასპელი ტაილანდის საიდუმლო ციხეში ტერორიზმში ბრალდებული ორი პირის წამებას ხელმძღვანელობდა, ამისი დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები კი გაანადგურა. ამერიკულმა მედიასაშუალებამ ეს ინფორმაცია 2017 წელს, CIA-ის დირექტორის მოადგილის პოსტზე ჰასპელის დანიშვნისას გამოაქვეყნა. შესრულებული მისიებიდან გამომდინარე, ჰასპელი CIA-ში დიდი პატივისცემით სარგებლობს.

რაც შეეხება მაიკ პომპეოს, ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს ჩაანაცვლებს. დონალდ ტრამპმა იმნფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც CNN წერს, აღნიშნული ცვლილება მნიშნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მაისში იგეგმება ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა. სახელმწიფო მდივანი აშშ-ში სწორედ საგარეო პოლიტიკაზეა პასუხსიმგებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი