ახალი ამბები

ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გადააყენა

13 მარტი, 2018 • 1846
ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გადააყენა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი გადააყენა და მის პოსტზე დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA-ის) დირექტორი მაიკ პომპეო წარადგინა.

რაც შეეხება CIA-ის ხელმძღვანელს, ამ პოსტზე დაზვერვის ოფიცერი ჯინა ჰასპელი დაინიშნება.

დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამაყია, სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეოს რომ წარადგინა. პრეზიდენტის თქმით, CIA-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას პომპეომ ყველა მხარის პატივისცემა დაიმსახურა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გამყარების, უსაფრთხოების სისტემების მოდერნიზებითა და პარტნიორ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავების კუთხით.

რაც შეეხება პომპეოს შემცვლელს, ჯინა ჰასპელი იქნება პირველი ქალი, რომელიც CIA-ის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი