ახალი ამბები

პლანეტის 7 მისტიკური ადგილი [ფოტო]

4 ოქტომბერი, 2013 • • 4973
პლანეტის 7 მისტიკური ადგილი [ფოტო]

1.ჩერნობილის მიტოვებული პარკი 


ჩერნობილის მიტოვებული პარკი უკრაინის ქალაქ პრიპიატში მდებარეობს. 1986, წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ ქალაქი სწრაფი ევაკუირება მოხდა. შესაბამისად, გასართობ პარკსაც ფუნქცია დაეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ავარიიდან 25 წელზე მეტი გავიდა, რადიაციის ფონი ამ ადგილზე კვლავ მაღალია. 

 

ბრიტანეთის “Lupine Travel”–ის და უკრაინის “Solo East Trave”-ის კომპანიები აწყობს ტურებს ჩერნობილში და ჩერნობილის გასართობ პარკში.

 

ჩერნობილის გასართობი პარკი
ჩერნობილის გასართობი პარკი

 

2. სედლეცის სამარხი, ჩეხეთი რესპუბლიკა

 

სედლეცის სამარხი- ესაა კათოლიკური სამლოცველო სედლეცში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. სამარხის ინტერიერი 40 000 ადამიანის ჩონჩხისგანაა შექმნილი. ყველაზე ღირსშესანიშნავი ქმნილება, რომელიც ადამიანის ძვლებისგანაა შექმნილი, არის ჭაღი და შვარცენბერგის გერბი, რომელიც არისტოკრატების ოჯახის გერბია. 

 

აღნიშნული ადგილის შექმნის მოტივი სივრცის დაზოგვა იყო.  ძვლები იმ კათოლიკეებს ეკუთვნით, რომლებიც სედლეცში დამარხვას მოთხოვდნენ, მას შემდეგ, რაც სედლეცის აბატი 1278 წელს იერუსალიმში წავიდა და გოლგოთის მიწა ჩამოიტანა, ადგილის, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.  იმდენ ადამიანს სურდა გოლგოთის მიწაში დამარხულიყო, სამლოცველო სამარხად იქცა. მე–16 საუკუნეში ადრე დამარხულები ამოთხარეს და სივრცეში გადაანაწილეს. 

 

სედლეციც სამარხის ჭაღი
სედლეციც სამარხის ჭაღი

 

3. აიოკიგაჰარას ტყე, იაპონია

 

ტყე ფუჯის მთის კალთაზე მდებარეობს და მას ხანდახან “ხეების ზღვას” და “სუიციდის ტყეს” უწოდებენ. 2010 წელს აღნიშნულ ტყეში 54 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. მაგნიტური რკინით გაჯერებული ნიადაგის გამო კომპასი ტყეში უფუნქციო ხდება.

 

აოკიგაჰარას ტყე
აოკიგაჰარას ტყე

 

4. აკოდესავას კერპების ბაზარი, ლომე, ტაგო

 

ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა თილისმა, მაგალითად, ნიანგის კუდი, შიმპანზეს ხელები, ძვლები და სხვა დანარჩენი საგნები შეიძინოთ, რომელიც ვუდუს რიტუალებისთვისაა საჭირო.  ვუდუ მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც  კარიბის ზღვის კუნძულებზე წარმოიშვა და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.

 

აკოდესევას კერპების ბაზარი
აკოდესევას კერპების ბაზარი

 

5.  La Isla de las Muñecas, (თოჯინების კუნძული) მექსიკა


თოჯინების კუნძული, რომლის შემქმნელიც დონ ჟულიან სანტანაა. სანტანამ კუნძულზე 50 წელიწადი გაატარა და 2001 წელს გარდაიცვალა. კუნძულზე ცხოვრების განმავლობაში მან შემზარავი თოჯინების კოლექცია მოაგროვა. თოჯინები დანაწევრებული და გატეხილია, ისინი ხის ტოტებზე კიდია. მართალია, სანახაობა საშიშია, თუმცა მის უკან კეთილი ისტორიაა. 

 

კუნძულის ისტორიის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთ ისტორიას ეფუძნება, რომ დონ ჟულიან სანტანამ თოჯინები პატარა გოგონას მიუძღვნა, რომელიც წყლის არხში დაიხრჩო.  დონ ჟულიანს უბრალოდ სურდა, გოგონას მეგობარი სათამაშოები ჰყოლოდა. 

 

თოჯინების კუნძული
თოჯინების კუნძული

 

6. საბრძოლო გემის კუნძული, ნაგასაკი იაპონია

 

კუნძული ერთ-ერთია 505 დაუსახლებელი კუნძულიდან ნაგასაკის პრეფექტურაში. მდებარეობს ქალაქ ნაგასაკიდან 15 კილომეტრის დაშორებით.

კუნძული 1887—1974 წლებში ქვანახშირის მომპოვებელ-საწარმო დასახლებას წარმოადგენდა. გამოირჩევა დაუსახლებელი და მიტოვებული შენობებით და მის გარშემო შემოვლებული დამცავი ჯებირით. 

 

კუნძული 1974 წელს მიატოვეს, მას შემდეგ, რაც ნახშირის მაღაროები დაიხურა. იგი ყველაზე დაუსახლებელ ადგილად ითვლება დედამიწაზე. 2009 წლამდე კუნძული სრულიად დახურული იყო, თუმცა 2009 წელს მოგზაურებს შესვლის უფლება მისცეს. 

 

საბრძოლო გემის კუნძული
საბრძოლო გემის კუნძული

 

7. გონჯიამის ფსიქიატრული კლინიკა, კორეა

 

მიტოვებული ფსიქიატრიული კლინიკის ისტორია საშინელებათა ფილმის სცენარისთვის იდეალური ვარიანტია. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, 10 წლის წინ იდუმალებით მოცულ ვითარებაში პაციენტები იღუპებოდნენ, რის გამოც კლინიკა საბოლოოდ დახურეს. 

 

გონჯიამის ფსიქიატრული კლინიკა
გონჯიამის ფსიქიატრული კლინიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი