ახალი ამბები

12 კანონი, რომლებიც შესაძლოა დაარღვიეთ და არ იცით

1 ოქტომბერი, 2013 • • 2104
12  კანონი, რომლებიც შესაძლოა დაარღვიეთ და არ იცით

კანონდარღვევა არ უკავშირდება არც ქურდობას და არც სხვა მძიმე დანაშაულს.  ეს ის შემთხვევებია, როცა ტურისტები ვერც კი ხვდებიან, რომ კანონს არღვევენ, რადგან არ იციან, რასაც საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ, შეიძლება სხვა ქვეყანაში კანონდარღვევად ითვლებოდეს.

 

ბრიტანეთი საგარეო და თანამეგობრობის ოფისი აცხადებს, რომ განაკუთრებულად დიდი რაოდენობის ტურისტები ჰოლანდიაში, იტალიაში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს.

 

სტრუქტურამ გამოყო რამდენიმე კანონი, რომელიც ფართო მასებისთვის უცნობია:

 

ჰოლანდიაში არ ატაროთ თან და არ გამოიყენოთ ნარკოტიკი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდია ცნობილია ტოლერანტული დამოკიდებულებით მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ, ეს წესი მხოლოდ ქვეყნის კონკრეტულ ადგილებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელის სახით პატიმრობა გელით.

 

ვენეციაში მტრედების გამოკვება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, რომელიც ჯარიმით ისჯება.

 

იაპონიაში არალეგალურია ისეთი ცხვირის სპრეის გამოყენება, რომელიც ფსევდოეფედრინს შეიცავს, მისი გამოყენება კანონის მიხედვით ჯარიმას ითვალისწინებს.

 

ბარსელონაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება ბიკინის ტარება, მამაკაცის საცურაო შორტის ტარება და მკერდმოშიშვლებული სიარული სანაპირო ზოლიდან მოშორებით. სასჯელი: ჯარიმა.

 

მეტროში საღეჭი რეზინის გამოყენება აკრძალურლია სინგაპურში. სასჯელი: ჯარიმა.

 

ტაილანდში უკანონოა 200–ზე მეტი სიგარეტის შეტანა, რაც დიდი ჯარიმით და კონფისკაციით ისჯება.

 

იტალიაში, კონკრეტულად კი ფლორენციაში ეკლესიებთან და საჯარო შენობებთან სიახლოვეს ჭამა–სმა კანონის დარღვევაა. სასჯელი: დიდი ჯარიმა.

 

საუდის არაბეთში კი სახელმწიფო სტრუქტურების შენობების გადაღება იკრძალება კანონით, ასევე, სამხედრო ობიექტების და სასახლეების. სასჯელი:პატიმრობა.

 

ბარბადოსში ყველა, მათ შორის ბავშვებიც დაისჯებიან სამხედრო ფორმის ჩაცმისთვის. სასჯელი: ჯარიმა.

 

ნიგერიაში მინერალური წყლის მიღება კანონით ისჯება, რომელიც ჯარიმას და კონფისკაციას ითალისწინებს.

 

 თუ მზის აბაზანები წელსზემოთ შიშველმა მიიღეთ ფიჯიზე, შესაბამისად, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

 

ისლამის გარდა სხვა რელიგიის წესების შესრულება ეკრძალებათ სტუმრებს მალდივის კუნძულებზე, კანონის დარღვევისთვის კი ადამიანს დააპატიმრებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი