აკრძალვა ეხება ისეთ წარმოდგენებს, სადაც ბავშვებს ჰიპერსექსუალურად წარმოაჩენენ. 17 სექტემბერს სენატმა კანონპროექტი დაამტკიცა, მას 196 მხარდამჭერი ჰყავდა, 146 კი- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ პროექტი კანონად იქცეს, იგი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტის მიხედვით, წარმოდგენების და ღონისძიებების ორგანიზატორებს, რომლებიც ბავშვებს გამოიყენებენ, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, მათ ასევე 30 000 ევროს გადახდა მოუწევთ.
აკრძალვის მიზეზი ჟურნალ “ვოგის” ფოტოსესიასთან დაკავშირებული სკანდალი და დაპირისპირება გახდა. ფოტოებზე, რომელიც 2010 წლის დეკემბერში დაიბეჭდა, ასახული იყო 10 წლის 3 გოგონა, მძიმე მაკიაჟით, ძვირფასეულობით და მაღალი ქუსლებით.
თავად გამოცემის განცხადებით, ფოტოსესია ბავშვების ფანტაზიას ასახავდა, რომელთაც სურვილი აქვთ ისე ჩაიცვან და გამოიყურებოდნენ, როგორც დედა.
პარლამენტმა ასევე მოისმინა ანგარიში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც რეკომენდაციებსაც შეიცავს. ანგარიშის მიხედვით, უნდა აიკრძალოს სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა 16 წლამდე მოზარდებისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვების ზომა უფროსების ტანსაცმლის წარმოებაც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, როგორიცაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბიუსტჰალტერი.
“მოდით, ნუ დავაჯერებთ ჩვენს გოგონებს პატარა ასაკიდან, რომ ისინი მხოლოდ გარეგნობით ფასდებიან”– განაცხადა საფრანგეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც, ამავდროულად, ანგარიშის ავტორია.