“მინდა ყველა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთში ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთზე ძალიან მჭიდროდ არის მიბმული. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გააკეთო პროგნოზი, რა არ მოეწონება რუსეთს ხვალ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არის სამწუხარო რეალობა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, იქონიებს თუ არა გავლენას დვანში მიმდინარე პროცესები რუსეთ–საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე:
“თუ ეს ასე მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ეს არ უნდა იქნეს განხილული ვაჭრობად, რომ ჩვენ რამე დავთმოთ ამის ფასად. ასეთი რამ არ მოხდება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ რუსეთი აბსოლიტურად არაადეკვატურად აღიქვამს ჩვენს რეალობას. ჩვენ არ ვიყენებთ იმ რიტორიკას, რომელსაც იყენებდა წინა ხელისუფლება. ჩვენ გვინდა, რომ ადამინებს შორის ურთიერთობები გავაუმჯობესოთ. გვინდა, რომ ტურიზმის მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. სამწუხაროდ, მათგან მოდის არადეკვატური ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, მე ვერანაირ პროგნოზს იმისას ვერ გავეკეთებ, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები. ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს რუსეთთან, არ არის სტაბილური.”







