ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე; 21-ე საუკუნეში მავთულხლართების გავლება არავითარ ნორმებში არ ეწერება

23 სექტემბერი, 2013 •
ზურაბ აბაშიძე; 21-ე საუკუნეში მავთულხლართების გავლება არავითარ ნორმებში არ ეწერება

 

“ამჯერად მეტნაკლებად კმაყოფილი მივდიოდი [პრაღაში] მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად, მაგრამ ის, რაც მოხდა წინა დღეებში საოკუპაციო ზოლზე და როგორც განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა, ეს უქმნიდა ძალიან უარყოფით ფონს ჩვენ შეხვედრებს და ვთქვი კიდეც, რომ ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ ასეთი განსაკუთრებული დაძაბვა ხდება საოკუპაციო ზოლთან. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრობლემების განხილვა არ შედის ჩვენს მანდატში, ჩვენ ამას გვერდს მაინც ვერ ავუვლიდით და ჩემი მხრიდან, საქართველოს მთავრობის სახელით, მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ამ “საზღვრებთან” ხდება. ჩემს რუს კოლეგას აქვს თავისი ხედვა, ისევე როგორც რუსეთის პოზიცია, ალბათ, ცნობილია, რატომღაც მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის ინციდენტი, რაც მოხდა წინა დღეებში, ქართული მხრიდან იყო ინიცირებული თუ პროვოცირებული. ჩვენ ჩვენი ინფორმაცია გვაქვს და ზოგადად რაც ხდება, მავთულხლართების გავლება თუ კედლების მშენებლობ,ა 21–ე საუკუნეში არავითარ საერთაშორისო ნორმებსა თუ ჰუმანიტარულ ნორმებში არ ეწერება. თქვენ იცით, ჩვენი ხელისუფლების და დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით და ჩვენი საგარეო უწყება მაქსიმალურად არის ჩართული იმ პროცესში, რომ გააცნოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დეტალები ყოველივე იმისა, რაც იქ ხდება. ჩვენი დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება. [გაეროს] გენერალური ასამბლეის ფარგლებში იქნება უამრავი შეხვედრები და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ–ერთი ცენტრალური თემა რაზეც ჩვენ დელეგაციას ექნება საუბარი”, – განაცხადა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი