ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ

23 სექტემბერი, 2013 •
ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ

 

როგორც აბაშიძემ დღეს, 23 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მყარი გარანტია არსებობს:

“ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სხვათა შორის, ამის შესახებ ანქვაბმაც განაცხადა. იყო იქ რაღაც ისტორია, რომ რომელიღაც ჟურნალისტურმა ასოციაციამ თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დააფიქსირა [ოლიმპიადის] მონაწილე მხარეებად, შემდგომ  შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და ეს კოლიზია მოიხსნა. ოლიმპიური კომიტეტის არც ერთ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეებად არ ფიგურირებენ. ვერ მოხდება ეს ვერანაირად. ჩვენ ამის თაობაზე რუსი კოლეგებისგანაც მოგვისმენია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ”, – განაცხადა აბაშიძემ.

 

მისივე მტკიცებით, ის ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელმაც გასულ კვირას ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ოფიციალურად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირებული საერთოდ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი