ახალი ამბები

ყველაზე უცნაური საოჯახო პარკი მსოფლიოში [ფოტო]

25 სექტემბერი, 2013 • • 2008
ყველაზე უცნაური საოჯახო პარკი მსოფლიოში [ფოტო]

ასეთი შინაარსის სათაურები აქვს გამოფენას პარკში “ჯოჯოხეთის 10 სასამართლო”, რომელიც ჩინურ მითოლოგიას ეფუძნება და  სინგაპურში მდებარეობს. იგი ძმებმა ავ ბუნ ჰავმა და ავ ბუნ პარმა 1937 წელს ააშენეს. პარკში 1000–ზე მეტი ქანდაკება და დიორამაა, რომლებიც ჩინურ ხალხურ ზღაპრებს, მითებს და კონფუცის რელიგიას ასახავს.

 

“ის, რისი გაკეთებაც მსურს, უნიკალურია და მას “Haw Par Villa”–ს დავარქმევთ”– აცხადებდა პარკის ერთ–ერთი დამაარსებებელი 1934 წელს.

 

ის, რაც ძმებმა შექმნეს, ნამდვილად უნიკალურია– წერს CNN-ი, მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ დიორამას, რომელზეც ასახულია, მოხუცი ქალი როგორ წოვს ძუძუს ახალგაზრდა ქალს.

 

პარკი სინგაპურის ტურიზმის საბჭოს 1988 წელს გადაეცა და სწორედ ეს სტრუქტურა განკარგავს მას, 2001 წლიდან კი მისი დათალიერება მნახველთათვის უფასოა. მიუხედავად იმისა, რომ პარკში შესვლა უფასოა, ბოლო წლების მანძილზე მისმა პოპულარობამ იკლო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი