ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს

12 სექტემბერი, 2013 •
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს

სასამართლო პროცესს, სხვა პირებთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წერებიც ესწრებიან. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით პოლიციელია მობიზლებული. სასამართლოს ეზოში “თავისუფალი ზონის” ორგანიზებით მერაბიშვილის ხმარდამჭერი აქცია მიმდინარეობს:

“ჩვენ ვართ “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები თბილისიდან. მივიჩნევთ, რომ ვანო მერაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დასრულდეს უკანონობა, პოლიტიკური რეპრესიები და დაჭერები. ჩვენ დღეს აქ სოლიდარობას ვუცხადებთ ვანო მერაბიშვილს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გაამართლებს ვანო მერაბიშვილს იმ ეპიზოდებში, რასაც ედავებიან”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გირშელ ბართაია.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი