ახალი ამბები

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

8 თებერვალი, 2018 • 2567
დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, 8 თებერვლის დილის მონაცემებით, არ შეცვლილა დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა, რომელიც გუშინ, გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი ჯერ დაკავებული არ არის.

სანამ დოდო გუგეშაშვილი სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” წევრი გახდებოდა, იყო მუსიკალური ანსამბლის წევრი, ქართულის ენის მასწავლებელი, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიგეთ დამატებითი დეტალები მისი ბიოგრაფიის შესახებ “ნეტგაზეთის” სტატიიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი