ახალი ამბები

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

26 იანვარი, 2020 •
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი 24 იანვარს დააკავეს.  დაკავებული არის 1975 წელს დაბადებული ზაზა მურჯიკნელი, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. შეიარაღებული თავდასხმის შესაძლო მოტივებზე ამ დრომდე არ უსაუბრია დოდო გუგეშაშვილს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 109-ე მუხლის პირველი გ ქვეპუნქტით, 19-109 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც იარაღის  შეძენა/შენახვას გულისხმობს.

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს, 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი სამედიცინო ჩარევის შედეგად გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი