ახალი ამბები

ახალი დეტალები დოდო გუგეშაშვილის და მისი შვილის ჩაცხრილვის საქმეზე

7 თებერვალი, 2018 • 6284
ახალი დეტალები დოდო გუგეშაშვილის და მისი შვილის ჩაცხრილვის საქმეზე

“მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს”, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის საქმეზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დანაშაულის მოტივსა და სხვა დეტალებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.

პოლიცია დოდო გუგეშაშვილის სახლთან © მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი ესაუბრა გუგეშაშვილის ერთ-ერთ მეზობელს, რომელიც ამბობს, რომ კივილის ხმაზე სადარბაზოში გამოვიდა და დასისხლიანებული გუგეშაშვილი დაინახა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭრის შემდეგ მან სახლის დატოვება მოახერხა. როგორც ირკვევა, სასწრაფოც ამ მეზობლის ოჯახის წევრმა გამოიძახა. მეზობელი ამბობს, რომ კივილამდე გუგეშაშვილის სახლიდან ხმაურის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა.

დღეს მხედრიონის ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. მას კლინიკაში ოპერაცია უტარდება. შემთხვევის შედეგად მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი დაიღუპა.

“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი