ახალი ამბები

დააკავეს გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული

24 იანვარი, 2020 • 1703
დააკავეს გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით.  დაკავებული არის 1975 წელს დაბადებული ზ.მ, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. შეიარაღებული თავდასხმის შესაძლო მოტივებზე ამ დრომდე არ უსაუბრია დოდო გუგეშაშვილს. შემთხვევეის შემდეგ მან ყველას მოუწოდა, ამ საქმეს ნუ მისცემენ პოლიტიკურ სარჩულს.

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს, 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი სამედიცინო ჩარევის შედეგად გადარჩა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სანამ დოდო გუგეშაშვილი სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” წევრი გახდებოდა, იყო მუსიკალური ანსამბლის წევრი, ქართულის ენის მასწავლებელი, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიგეთ დამატებითი დეტალები მისი ბიოგრაფიის შესახებ “ნეტგაზეთის” სტატიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი