ახალი ამბები

სააკაშვილი: მე–9 არხის თანამშრომლები გამოიყენეს

20 აგვისტო, 2013 • • 1134
სააკაშვილი: მე–9 არხის თანამშრომლები გამოიყენეს

 

“მეცხრე არხი მფლობელს ეს, ბედუკაძის კადრები მფლობელობაში ჰქონდა მინიმუმ 2011 წლის ზაფხულში, როცა მან გადაწყვიტა პოლიტიაში შემოსვლა. ამის შემდეგ ის ხსნის “მეცხრე არხს” და ამის შემდეგ ის არიგებს სატელიტურ ანტენებს, რაც, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოქრთამვად ჩაითვალა. ამ არხის ერთადერთი ფუნქცია იყო, თან დამატებითი კადრები შეუკვეთეს ბედუკაძეს, ერთადერთი ფუნქცია იყო გაეშვათ ბედუკაძის მიერ გადაღებული ან დადგმული- რაზეც  ყოფნიდა ინტელექტი, იმის მიხედვით- კადრები საქართველოს ტელესივრცეში. ამიტომ არ უნდა ეწყინოთ მეცხრე არხის თანამშრომლებს, ისინი გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც გამოიყენეს, და მერე ჩვეულებრივად გვერდით ჩასწიეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი