ახალი ამბები

ლუბა ელიაშვილი: მე–9 არხის ყიდვის სურვილი რამდენიმე პირმა გამოთქვა

20 აგვისტო, 2013 • • 1314
ლუბა ელიაშვილი: მე–9 არხის ყიდვის სურვილი რამდენიმე პირმა გამოთქვა

ამის შესახებ კომენტარი ელიაშვილმა ტელეკომპანია “მე-9 არხთან” შეკრებილ ჟურნალისტებთან გააკეთა: “მე-9 არხის” შეძენის სურვილი არაერთ პირს გაუჩნდა, ასევე შეძენის სურვილი აქვთ “ინფო-9”-ის, თუმცა “ინფო 9″-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ დაინტერსებულ პირებს.”

 

ელიაშვილის განცხადებით, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს: “კომპანია “მე-9 არხზე” ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასივები და აქტიაქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის. გადავხედავ აღნიშნულ დოკუმენტაციას, შევადგენ სპეციალურ პაკეტებს და ამის შემდეგ შევხვდები ტელეკომპანია “მე-9 არხისა” და “ინფო 9″-ის მფლობელებს.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი