ახალი ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტს მისი სამინისტროს სახელი უშლის ხელს

7 აგვისტო, 2013 •
ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კონტაქტს მისი სამინისტროს სახელი უშლის ხელს

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადების კომენტირება ზაქარეიშვილს “ნეტგაზეთმა” სთხოვა. მის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მინისტრი დღეს დაკავებულია და ჟურნალისტებს ვერ შეხვდება, თუმცა  ზაქარეიშვილის კომენტარი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადმოგვიგზავნეს.


პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იგი ელოდება, თუ როდის მოიხსნება აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს ფაქტორი კი, მისი აზრით, სამინისტროს აპარატის სახელწოდებაა:


“ამ აზრის ვიყავი ოპოზიციაში ყოფნის დროს, წინარსაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და ასე ვფიქრობ დღესაც. ამჟამად ველოდები ჩვენი სამინისტროს აპარატის სახელის შეცვლას, რათა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის ხელისშემშლელი ფაქტორი მოიხსნას. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას აცხადებს რუსეთის პრემიერი. შესაძლოა, მედვედევი დაინტერესებულია, რომ არ გვქონდეს პირდაპირი კონტაქტები აფხაზებთან და ოსებთან და იცის რა, ქართველების ემოციურობა, მის განცხადებებზე თბილისიდან სწორედ უარყოფით რეაქციაზე აქვს გათვლა. პირადად მე ამგვარ საკითხებს ემოციურად არ ვუდგები და ვუსმენ არა მედვედევის განცხადებებს, არამედ ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს. 


მედვედევმა “რუსთავი 2″–ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართულმა მხარემ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი