“აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ და რუსეთი ალბათ დიდხანს ვერ შევთანხმდებით, ისევე, როგორც რუსეთი და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი. საერთო ჯამში, ყველაზე ობიექტური შეფასება ალბათ ამ მოვლენებს ევროკავშირის სპეციალური კომისიის დასკვანაში მიეცა. ჰაიდი ტალიავინი დასკვნა, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა. საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. თუმცა ვცდილობთ, მაინც წინ გავიხედოთ, მომავალზე ვიფიქროთ. სწორედ ამისათვის დავიწყეთ რუსეთთან დიალოგი, რომელიც რთული იქნება ძალიან, ხანგრძლივი პროცესით, ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ”– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 

დღეს, 4 აგვისტოს, “Russia Today”-მ გამოექვეყნა ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევთან, რომელშიც ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღდგება. ეს პირობა კი საქართველოს მიერ 2008 წელს აგვისტოში მომხდარი მოვლენების აღიარებით შესრულდება. გარდა ამისა, მედვედევმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრემლის პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთი კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჩაერია და  მათ არ განუხორციელებიათ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 

 

“შეგახსენებთ, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას. ეს არ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ქართულ–ოსური კონფლიქტია, რომელშიც ჩვენ იძულებული გავხდით ჩავრეულიყავით, რათა შეგვეჩერებინა საქართველო, რომ გვეხსნა ის ხალხი განადგურებისგან, ვისაც საკუთარ მოქალაქეებად მოიაზრებს და რომლებიც, ამავდროულად, მეტწილად რუსეთის მოქალაქეები არიან”.– აღნიშნა მედვედევმა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *