“თუ ჩემი იქ ჩასვლა რამეს შეცვლიდა, მე დღესვე წავიდოდი [რუსეთში]. მომღერალმა სიამოვნება უნდა მიანიჭოს მსმენელს, მე კი მოტყუება არ შემიძლია. თუ მე წავალ და ვიმღერებ იქ, აღმოჩნდება, რომ მე ვიტყუები, ეს კი არასასიამოვნო იქნება ჩემთვის. როდესაც რაღაც არ მსიამოვნებს, ის მსმენელსაც არ სიამოვნებს”, – განაცხადა კიკაბიძემ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

 

კიკაბიძე ასევე აცხადებს, რომ რუსი ხალხი ენატრება და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სწრაფად ნორმალიზების სურვილს გამოთქვამს. 

 

“დიახ, მე სულ მირეკავენ და ვიცი, რომ რუსეთში ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ არა ხალხშია საქმე, არამედ პოლიტიკაში”, – აცხადებს კიკაბიძე და დასძენს, რომ ქვეყნებს შორის ბარიერი “ხელოვნურად შეიქმნა”.

 

“ღვინოდ უნდა იქცე, რომ რუსეთში ჩახვიდე. ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ხალხს არაფერს ეკითხებიან და პოლიტიკოსები თვითონ წყვეტენ ყველაფერს”.

 

კიკაბიძე ამბობს, რომ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ არ ყოფილა.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *