ახალი ამბები

უსუფაშვილი და ბაქრაძე პრემიერს შეხვდებიან

27 ივნისი, 2013 • • 1029
უსუფაშვილი და ბაქრაძე პრემიერს შეხვდებიან

“მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე და ამ თემაზე დღეს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან ბატონი დავით ბაქრაძის და ჩემი მონაწილეობით, რომ ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დავგეგმოთ, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება შექმნილი. ეს არის ერთ–ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს ბევრ საკითხზე, ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა და მეც და ბაქრაძეც დარწმუნებულები ვართ, რომ საკითხზე აუცილებელია პრემიერთან კონსულტაცია საკონსტიტუციო ცვლილებაზე”, – განაცხადა მან.

 

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძემაც:

 

“პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვესაუბრა დაგეგმილ და სამომავლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე. იყო შეთავაზება, რომ შემდგარიყო შეხვედრა პრემიერთან. ბუნებრივია, რომ ამ ტიპის დიალოგისა და კომუნიკაციისთვის მე ნამდვილად მზად ვარ, თუმცა იმ ფონზე, როცა პარალელურად ხდება მასობრივი დაკავება თბილისის საკრებულოს წევრების და ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციების წევრების, მე ვფიქრობ, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი არის არაადეკვატური. მე იმედი მაქვს, რომ რამდენიმე საათში სიტუაცია დალაგდება და უდანაშაულო ადამიანები იქნებიან გამოშვებული, პარტიულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა შეწყდება და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ვისაურობთ საკონსტიტუციო რეფორმაზეც და ყველა სხვა რეფორმაზეც”, – განაცხადა მან.

 

როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულოს წევრებმა საგამოძიებო სამსახურის შენობა უკვე დატოვეს. უცნობია, კონკრეტულად სად შეხვდებიან ერთმანეთს ივანიშილი, ბაქრაძე და უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი