ახალი ამბები

ნაცმოძრაობის წევრები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

14 მაისი, 2013 • • 918
ნაცმოძრაობის წევრები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შალვა ფიფიას თქმით, შეკითვები სხვადასხვა ტიპის იყო:

 

“შეეხებოდა საგაზაფხულო პროგრამას, იყო როგორც მაღაზიებზე, ასევე პროცესზე თვითონ დახმარების, სიებზე. ჩემი აზრით, გვქონდა ჩვენ ყევლაფერზე პასუხი და გავეცით კიდეც.”

 

დეპუტატებმა ფიფიას სასოფლო- სამეურნეო ვაუჩერების შესახებ დაუსვეს კითხვა. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს პროექტი უპრეცედენტოა:

 “რაც შეეხება მაღაზიებში სხვაობებს, მე დატალურად ავუხსენი ის პროცესი, თუ როგორ მოხდა მაღაზიების შერჩევა, 884 სხვადასხვა წერტილი იყო ჩართული ქვეყნის მასშტაბით და 1200-ზე მეტი მონიტორიგნის ვიზიტი განხორციელდა. ჩვენი აზრით, პროგრამა არის წარმატებული, უპრეცედენტო. ჩემი აზრით, ამ მასშტაბის პროგრამა ქვეყანაში არ განხორიელებულა, 715 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო პირდაპირი სასოფლო- სამეურნეო დახმარება.”

 

ფიფიამ პროგრამის ხარვეზებზეც ისაუბრა:

“ძირითადი ხარვეზი ამ პროგრამისა იყო ის, რომ, სამწუხაროდ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ხარისხიანი სიების მოწოდება. მათ რეალურად 3-ჯერ მიეცათ საშაულება, რომ მოეხდინათ სიებბის გადამოწმება და და დამატებითი სიების წარმოდგენა. რაღაც რაოდენობა ადამიანებისსა სავარაუდოდ შეიძლება გამორჩენილი იყოს, თუმცა 715 000-ზე მეტმა დამიანმა მიიღო პირდაპირი დახმარება. 

ტრაქტორები საკმაოდ ოპტიმალურად არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, უდიდესი ნაწილი ფართობისა დახნულია. ნუ, ამინდთან დაკავშირებული პრობლემები იყო, თუმცა ეს მიწები კვლავაც იხვნება და მთელ რიგ რეგიონებში ტექნიკა მუშაობს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძე მიიჩნევს, რომ პროგრამა არაპროფესიონალურად განხორციელდა:

 

 “მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იდეაში ძალიან კარგია, სამწუხაროდ, პროექტის განხორციელება არაპროფესიონალურად და ხარვეზით მოხდა. მთავარი დაინტერსება არ იყო, გლეხს მიეღო დახმარება. გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალური დაინტერესება იყო ამ პროექტის მიღმა. ე.წ. სპეციალიზებულ მაღაზიებში პრაქტულუად 30%-ით უფრო ძვირად შეესყიდათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ვიდრე ამ ტექნიკის შესყიდვა შეიძლებოდა ჩვეულბრივ მაღაზიებში. ფაქტია, რომ ამ პროექტით ისარგებლა არა მარტო გლეხებმა, არამედ ძალიან დიდმა ნაწილმა იმ ადამაინების, რომლებმაც კორუფციული სქემით თანხიდან 30%-იანი ნაწილის მოხსნა მოახერხეს.”

 

ბობოხიძის განმარტებით, მას უჭირს თქმა, ეს ელიტარული კორუფციაა, თუ ივანიშვილის ხელისუფლების დროს ელიტარული კორუფცია კიდევ უფრო გაფართოვდა:

 

“არ ვიცი, ეს ჩვეულებრივი ელიტარული კორუფიაა, თუ ივანიშვილის ხელისუფლების დროს ელიტარული კორუფცია კიდევ უფრო გაფართოვდა.
ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ხელმძღვანელობდა პროგრამას და ნებსით თუ უნებლიეთ დაუშვეს ეს შეცდომები. ადამიანებს არ მიეცათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეეძინათ იქ, სადაც ისინი ჩათვლიდნენ საჭიროდ. ადამიანები იძულებული ხდებოდნენ რომელიმე მაღაზიაში შეესყიდათ სასოფლო-სამეუნეო ტექნიკა, რაც ფასების მატებას იწვევდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი